Ambari
categories

კატეგორიები

    • დღის აქციები
    • ლოიალობა
    Ambari
    • დღის აქციები
    • ლოიალობა

    იტვირთება...

    ambari logo

    ყველა უფლება დაცულია - 2026

    • tiktok
    • facebook
    • instagram
    გამოიწერეთ

    ჩვენს შესახებ

    • რეგისტრაცია
    • ავტორიზაცია
    • ჩვენს შესახებ
    • კარიერა
    • ლოიალობის ბარათი

    მომსახურება

    • ხშირად დასმული კითხვები
    • დაბრუნების პირობები
    • წესები და პირობები
    • კონფიდენციალურობა
    • მიწოდება

    კონტაქტი

    • ambari@info.ge
    • +995 555 111 333
    • მისამართები

    ყველა უფლება დაცულია - 2026

    • tiktok
    • facebook
    • instagram
    გამოიწერეთ
    • liberty bank logo
    • master card logo
    • amex logo
    • visa logo
    terms and conditions

    ბოლო განახლება: 2026 წლის 20 აპრილი

    წესები და პირობები

    მოგესალმებათ AMBARI GROUP-ის ვებსაიტზე. ვებგვერდის, მობილური ვერსიის ან ნებისმიერი დაკავშირებული სერვისის გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ დოკუმენტს.

    1. ზოგადი ინფორმაცია

    1.1. ვებგვერდი (ambarigroup.ge / AMBARI პლატფორმა) იმართება „შპს ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯია"-ის მიერ.

    1.2. საიტის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ მინიმუმ 18 წლის ან გაქვთ მშობლის/მზრუნველის თანხმობა.

    1.3. AMBARI იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს ან შეცვალოს წესები და პირობები მომხმარებლისთვის წინასწარი ინფორმირების გარეშე.

    2. ვებსაიტის კონტენტის გამოყენება

    2.1. საიტზე განთავსებული ყველა მასალა, მათ შორის დიზაინი, ფოტოები, ვიდეოები, ტექსტები, ლოგო და ბრენდის ელემენტები დაცულია საავტორო უფლებებით.

    2.2. მათი კოპირება, გავრცელება, რეპროდუქცია ან კომერციული გამოყენება ნებადართულია მხოლოდ AMBARI-ის წერილობითი თანხმობით.

    2.3. მომხმარებელი ვალდებულია არ გამოიყენოს საიტი უკანონო, მავნებელი ან არაადეკვატური ქმედებებისთვის.

    3. მომხმარებლის ანგარიში

    3.1. გარკვეული ფუნქციების (მაგ. ლოიალობის ბარათი, შეკვეთები, კუპონები) გამოყენება საჭიროებს პერსონალური ანგარიშის შექმნას.

    3.2. მომხმარებელი პასუხისმგებელია ანგარიშზე მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

    3.3. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი პაროლის უსაფრთხოებაზე და არ უნდა გადასცეს იგი მესამე პირს.

    3.4. AMBARI უფლებას იტოვებს შეაჩეროს ან წაშალოს ანგარიში წესების დარღვევის შემთხვევაში.

    5. შეკვეთები და მიწოდება (როდესაც eCommerce ამოქმედდება)

    5.1. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ადასტურებს, რომ ყველა მონაცემი სწორია.

    5.2. AMBARI უფლებას იტოვებს უარი თქვას შეკვეთაზე შემდეგ მიზეზებით: • არასრულყოფილი/არასწორი ინფორმაცია • პროდუქციის არარსებობა მარაგში • საეჭვო ან თაღლითური ქმედება

    5.3. მიწოდების ვადები, საფასური და პირობები განისაზღვრება შესაბამის გვერდზე.

    5.4. შეკვეთის მიღების შემდეგ მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს პროდუქტი და დაზიანების შემთხვევაში დააფიქსიროს იგი.

    6. დაბრუნება და შეცვლა

    6.1. პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    6.2. დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის/ჩეკის წარმოდგენისას და პროდუქტის უცვლელ მდგომარეობით.

    6.3. ჰიგიენური, საკვები, პირადი მოხმარების ნივთები არ ექვემდებარება დაბრუნებას (შეთანხმებით).

    6.4. დეტალური დაბრუნების პოლიტიკა განთავსდება ცალკე გვერდზე.