Ambari
categories

კატეგორიები

    • დღის აქციები
    • ლოიალობა
    Ambari
    • დღის აქციები
    • ლოიალობა

    იტვირთება...

    ambari logo

    ყველა უფლება დაცულია - 2026

    • tiktok
    • facebook
    • instagram
    გამოიწერეთ

    ჩვენს შესახებ

    • რეგისტრაცია
    • ავტორიზაცია
    • ჩვენს შესახებ
    • კარიერა
    • ლოიალობის ბარათი

    მომსახურება

    • ხშირად დასმული კითხვები
    • დაბრუნების პირობები
    • წესები და პირობები
    • კონფიდენციალურობა
    • მიწოდება

    კონტაქტი

    • ambari@info.ge
    • +995 555 111 333
    • მისამართები

    ყველა უფლება დაცულია - 2026

    • tiktok
    • facebook
    • instagram
    გამოიწერეთ
    • liberty bank logo
    • master card logo
    • amex logo
    • visa logo
    confidential

    კონფიდენციალურობის პოლიტიკა

    1. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია შპს „ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯია" (ს.ნ.: 406372287) (საკონტაქტო მეილი: info@ambarigroup.ge) [შემდგომში: AMBARI];

    2. AMBARI-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, ლოიალობის პროგრამაში მომხმარებლის მონაწილეობის უზრუნველყოფის და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით;

    3. AMBARI-ის მომხმარებელი (შემდგომში: მომხმარებელი) თავისი პერსონალური მონაცემების AMBARI-ისთვის მიწოდებით ეთანხმება, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნეს ლოიალობის პროგრამაში მონაწილეობის და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით;

    0.5. AMBARI-ის მიერ მომხმარებლის მონაცემები დამუშავდება კანონიერად, სამართლიანად, მომხმარებლისთვის გამჭვირვალედ, მისი ღირსების შეულახავად და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპების სრული დაცვით;

    5. AMBARI ამუშავებს მომხმარებლის შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, მისამართი. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება აუცილებელი პირობაა ლოიალობის პროგრამაში ჩასართავად. ამასთან, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენებული იქნება მომხმარებლის მხოლოდ შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი;

    6. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ან/და მისი ნაწილი შესაძლებელია გაზიარდეს AMBARI-ის პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელ კომპანიასთან ან/და პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელ ქვეკონტრაქტორთან, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით;

    7. პერსონალური მონაცემები შეინახება ქვემოთ მოცემული ვადით, იმის მიხედვით, რომელი უფრო ადრე დადგება: ა) ლოიალობის პროგრამის მოქმედების განმავლობაში და ვადის ამოწურვიდან/შეწყვეტიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით; ბ) მომხმარებლის მიერ თავისი თანხმობის გათხოვიდან 10 დღის ვადით.

    8. პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე, ასევე, მოქმედებს შემდეგი წესი: მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიხმოს თავისი თანხმობა იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა ან/და AMBARI-ის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე (info@ambarigroup.ge) შეტყობინების გაგზავნით, ასევე, ტელეფონის ნომერზე მისულ შეტყობინებაზე შესაბამისი „გათიშვის კოდის" (SMS Off) გაგზავნით; AMBARI შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებას მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

    9. მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება

    9.1. მომხმარებელს უფლება აქვს, AMBARI-ს მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მომხმარებლის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება; ბ) მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ; გ) მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ; დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებებზე;

    9.2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომხმარებელს უფლება აქვს, თავად აირჩიოს ზემოთ მოცემული ინფორმაციის მიწოდების ფორმა.

    10. მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება

    10.1. მომხმარებელს უფლება აქვს, AMBARI-თან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები.

    11. მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება

    11.1. მომხმარებელს უფლება აქვს, AMBARI-ს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.

    12. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება

    12.1. მომხმარებელს უფლება აქვს AMBARI-ს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება.

    13. მონაცემთა დაბლოკვის უფლება

    13.1. მომხმარებელს უფლება აქვს, AMBARI-ს მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მომხმარებელი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს; ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა; გ) მონაცემები საჭირო აღარ არის;

    14. მონაცემთა გადატანის უფლება

    14.1. თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მომხმარებელს უფლება აქვს, AMBARI-სგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოს მის მიერ მიწოდებული მონაცემები.

    15. ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება

    15.1. მომხმარებელს უფლება აქვს, არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას.

    16. თანხმობის გამოხმობის უფლება

    16.1. მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა.

    17. მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) უფლებების შეზღუდვა

    17.1. მომხმარებლის ზემოთ მოცემული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    18. გასაჩივრების უფლება

    18.1. მომხმარებელს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

    19. სხვა პირობები

    19.1. AMBARI უფლებას იტოვებს შეცვალოს წინამდებარე პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა საჭიროებიდან გამომდინარე ან/და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ასეთი ცვლილების ძალაში შესვლამდე 2 (ორი) კვირით ადრე ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება AMBARI-ის ვებ-გვერდზე (ambarigroup.ge).